Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
კულტურის შესახებ article 14 კულტურის სფეროში ორგანიზაციის, დაწესებულების, ასოციაციის, შემოქმედებითი კავშირის, სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებისა და საწარმოს შექმნის უფლება. 1. საქართველოში ნებადართულია კულტურის ყოველგვარი სტატუსის დაწესებულების საქმიანობა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნებს. 2. საქართველოში კულტურის ორგანიზაცია იქმნება და მოქმედებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. 3. კულტურის სფეროში ასოციაცია, შემოქმედებითი კავშირი და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანება იქმნება კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის განხორციელების მიზნით. 4. კულტურის სფეროში საწარმო იქმნება შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის საჭირო მასალების, დანადგარებისა და სხვა საშუალებებისა თუ პროდუქციის საწარმოებლად, მათი ტირაჟირების, გავრცელებისა და რეალიზაციისათვის, აგრეთვე, კულტურის სფეროში შუამავლობისათვის და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობისათვის. |