Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
რეფერენდუმის შესახებ article 25 კენჭისყრის შედეგების დათვლა საარჩევნო უბანში. 1. კენჭისყრის შედეგების დათვლა ხდება საარჩევნო უბნების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ. კენჭისყრის დამთავრებულად გამოცხადების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიები ითვლიან გამოუყენებელ ბიულეტენებს. 2. საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე ადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, ხოლო ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით – კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. 3. ამ რაოდენობების დადგენის შემდეგ იხსნება საარჩევნო ყუთები. ბიულეტენების დათვლა ხდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად. 4. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ყუთებში არსებული ბიულეტენების საფუძველზე ადგენს: ა) იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომლებმაც ხმა მისცეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას; ბ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომლებმაც ხმა მისცეს წინააღმდეგ; გ) ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობას. 5. ბათილად ცნობენ დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებს, აგრეთვე ბიულეტენებს, რომლებშიც შემოხაზულია პასუხის ორივე ვარიანტი ან არც ერთი არ არის შემოხაზული. სარეფერენდუმო ბიულეტენის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. |
რეფერენდუმის შესახებ article 25 6. საუბნო საარჩევნო კომისია ხმის დათვლის შედეგებს დაუყოვნებლივ იხილავს თავის სხდომაზე და ადგენს ოქმს. ოქმში აღინიშნება: ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება; სარეფერენდუმო უბნის ნომერი; ბ) რეფერენდუმის დასახელება; გ) საუბნო სარეფერენდუმო კომისიის ბეჭდისა და რეგისტრატორების ბეჭდების ნომრები; დ) ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა; ე) სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა; ვ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ერთიან და სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობების ჯამი); ზ) რეფერენდუმის მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (სიებში ხელმოწერების მიხედვით); თ) მიღებულ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა; ი) გამოუყენებელ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა; კ) გაფუჭებულ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა; ლ) ბათილად ცნობილ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა; მ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას; ნ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს წინააღმდეგ; ო) ოქმის შედგენის დრო და თარიღი; პ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას); |
რეფერენდუმის შესახებ article 25 ჟ) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი, რეგისტრაციის თარიღი და დრო (აღინიშნება ოქმის გაცემისას). 7. ოქმს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები. ოქმი და დათვლილი ბიულეტენები ეგზავნება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით. |