Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 82 საბაჟო დეკლარაცია და საქართველოს საქონლის მიმართ საბაჟო ზედამხედველობის განხორციელება. 1. საქონელი, რომელიც განკუთვნილია საბაჟო პროცედურაში მოქცევისთვის, დეკლარირდება შესაბამისი საბაჟო პროცედურის საბაჟო დეკლარაციით. 2. ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებულ შემთხვევაში, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საბაჟო დეკლარაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებისგან განსხვავებული საშუალებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. 3. ექსპორტის ან გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქართველოს საქონელი ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობამდე. 4. საბაჟო დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის, საბაჟო დეკლარაციის თანხმლებ დოკუმენტთან საბაჟო ორგანოს დაშვების, საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანისა და მისი გაუქმების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. |