Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ article 116 გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნების წესი. 1. თუ მომსახურების საფასური გადახდილია ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ კანონით განსაზღვრულ საფასურის განაკვეთს შორის. 2. გადახდილი მომსახურების საფასური მთლიანად ბრუნდება, თუ: ა) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების გაწევაზე; ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე; გ) სააგენტომ მომსახურება არ გასწია ამ კანონით დადგენილ ვადაში. 3. თუ დაინტერესებული პირი ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში და სურს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც ეს კანონი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, დაინტერესებულ პირს უბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის. 4. გადახდილი მომსახურების საფასური ნაწილობრივ ან მთლიანად ბრუნდება საფასურის გადამხდელის განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა ერთო-დეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. |