Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 17415 საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − არამიზნობრივი გამოყენება. 1. საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − გამოყენება შეტყობინების მიმღები პირისათვის შეურაცხყოფის მიყენების მიზნით ან სხვა შეურაცხმყოფელი განცხადების გასაკეთებლად, ანდა აღნიშნული ნომრის არამიზნობრივი გამოყენება სისტემატურად − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. 3. საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − გამოყენება გადაუდებელი დახმარების მოთხოვნის მიზნით ცრუ შეტყობინების განსახორციელებლად, რასაც შედეგად მოჰყვა შემთხვევის ადგილზე შესაბამისი საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურის გასვლა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე-ღამემდე ვადით. 1. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 17415 2. საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − არამიზნობრივი გამოყენება სისტემატურად ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის გულისხმობს ერთი და იმავე პირის მიერ აღნიშნულ ნომერზე ნებისმიერი უწყვეტი 1 საათის განმავლობაში 3 ან მეტი არამიზნობრივი შეტყობინების განხორციელებას. 3. პირს არ დაეკისრება ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიან სატელეფონო ნომერზე − „112“-ზე − შეტყობინების ინიციირების მიზეზია მის მიერ გარემოებათა არასწორი, სუბიექტური შეფასება, როდესაც, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, პირს შეიძლებოდა ევარაუდა გადაუდებელი დახმარების აუცილებლობა. |