Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2173 სააგენტოს შუამდგომლობა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ. 1. სააგენტო უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ, თუ სააგენტომ მას ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა და ეს ინფორმაცია/დოკუმენტაცია განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი. 2. შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მიეთითება იმ ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის თაობაზე ზუსტი მონაცემები, რომლისგანაც სააგენტო ითხოვს ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენას, და მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსი. |