Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სახელმწიფო ენის შესახებ article 30 ენის მეცნიერების სფეროში გამოყენება. 1. ქართულენოვან უმაღლეს საგანმანათლებლო (სამეცნიერო) დაწესებულებაში აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის მოსაპოვებლად ნაშრომის წარდგენა და მისი საჯაროდ დაცვა ხდება სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. 2. სახელმწიფო სამეცნიერო დაწესებულებაში მეცნიერული კვლევის შედეგები, როგორც წესი, ფორმდება და ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. 3. საქართველოს ტერიტორიაზე სამეცნიერო კვლევის შედეგების არასახელმწიფო ენაზე გამოქვეყნების შემთხვევაში მათ უნდა ახლდეს რეზიუმე სახელმწიფო ენაზე. 4. ტექნიკურ დოკუმენტაციაში, აგრეთვე საქმისწარმოებაში გამოიყენება ერთიანი ტერმინოლოგია. ტერმინოლოგიის დადგენისა და გამოყენების ნორმებს განსაზღვრავს სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისია. |