FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  78

6. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ − საკრებულომ არ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან მერის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში − ბიუჯეტის პირვანდელი რედაქცია, საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის 3/5-ით დაამტკიცოს საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ საკრებულოს მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მერისათვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი.
7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება.
71. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ უნდა შეიცავდეს ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  78

8. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 20 დღისა მუნიციპალიტეტი (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტისა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტს. 8 -2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტი მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. წლიური ბიუჯეტი უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საზოგადოებისათვის. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1959 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  78

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება.
1. ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში წარდგენიდან 5 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისთვის.
2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო საჯაროდ იხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ. გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ მიიღება წარმომადგენლობითი ორგანოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
3. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო − საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მუნიციპალიტეტის მერს.
4. ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტებს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს.
5. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ განხილვისას ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით.