Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ article 33 1. სელექციონერის განსაკუთრებული უფლება არის უფლება, თავად განახორციელოს, ნება დართოს ან/და აკრძალოს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის: ა) წარმოება და კვლავწარმოება (მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში)/აღწარმოება (ცხოველის ახალი ჯიშის შემთხვევაში); ბ) გამრავლების მიზნით კონდიციამდე დაყვანა (მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში); გ) გასაყიდად შეთავაზება, გასხვისება ან უფლებების სხვა სახით გადაცემა; დ) ექსპორტი; ე) იმპორტი; ვ) გასამრავლებელი მასალის შენახვა ამ პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მიზნებისათვის (მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში); ზ) სანაშენე მასალის შენახვა ამ პუნქტის „ა“ და „გ“–„ე“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მიზნებისათვის (ცხოველის ახალი ჯიშის შემთხვევაში). 2. სელექციონერს შეუძლია გარკვეული პირობებითა და შეზღუდვებით გასცეს ნებართვა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ქმედებებზე. 3. სელექციონერის განსაკუთრებული უფლება ვრცელდება აგრეთვე მოწმობით დაცული ცხოველის ჯიშისაგან სხვა პირის მიერ მიღებულ სანაშენე მასალაზე, ამ მასალიდან მიღებულ ცხოველზე და ამ ცხოველიდან მიღებულ პროდუქტზე. |
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ article 33 4. ამ კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედებები მოსავალთან დაკავშირებით, მთელი მცენარისა და მისი ნაწილების ჩათვლით, რომელიც მიღებულია მოწმობით დაცული ჯიშის გასამრავლებელი მასალის უნებართვოდ გამოყენების შედეგად, საჭიროებს სელექციონერის ნებართვას, თუ სელექციონერს არ ჰქონდა შესაძლებლობა, განეხორციელებინა თავისი განსაკუთრებული უფლება აღნიშნულ გასამრავლებელ მასალასთან დაკავშირებით. 5. სელექციონერის განსაკუთრებული უფლება ვრცელდება აგრეთვე: ა) მცენარის ჯიშზე, რომელიც არსებითად წარმოებულია მოწმობით დაცული მცენარის ჯიშისაგან, თუ ეს დაცული მცენარის ჯიში თვითონ არ არის არსებითად წარმოებული ჯიში; ბ) მცენარის ჯიშზე, რომელიც, ამ კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ნათლად არ განირჩევა მოწმობით დაცული მცენარის ჯიშისაგან; გ) მცენარის ჯიშზე, რომლის წარმოებაც მოითხოვს მოწმობით დაცული მცენარის ჯიშის განმეორებით გამოყენებას. |