FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

article  20

სამსახურის მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა. დაუშვებელია სამსახურის მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა, აგრეთვე სამსახურის მოსამსახურის საქმიანობისათვის ხელის შეშლა სახელმწიფო თანამდებობის პირების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების, მათი წარმომადგენლების, აგრეთვე სხვა პირების მიერ, რომლებიც კანონით არ არიან უფლებამოსილი, ჩაერიონ სამსახურის მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ან ნებისმიერი ფორმით მოახდინონ მასზე ზემოქმედება. აღნიშნული ქმედება ისჯება კანონით.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

article  20

სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა და მისი სამართლებრივი დაცვის გარანტიები.
1. დაუშვებელია სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა, აგრეთვე სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლა სახელმწიფო თანამდებობის პირების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების, მათი წარმომადგენლებისა და სხვა პირების მიერ, რომლებიც კანონით უფლებამოსილი არ არიან, ჩაერიონ სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ან ნებისმიერი ფორმით მოახდინონ მასზე ზემოქმედება. აღნიშნული ქმედება ისჯება კანონით.
2. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო საქმიანობას განსაკუთრებით მძიმე სადაზვერვო პირობებში ახორციელებს, ნამსახურობის 1 დღე 2 დღედ ეთვლება. სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებისთვის განსაკუთრებით მძიმე სადაზვერვო პირობები განისაზღვრება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.
3. სადაზვერვო საქმიანობის საქართველოს საზღვრების გარეთ განხორციელებისთვის სააგენტოს მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის დაკავების, დაპატიმრების ან გასამართლების შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია ყოველმხრივ შეუწყოს ხელი მის/მათ გათავისუფლებას.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

article  20

4. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებისთვის საზღვარგარეთ იქნა დაკავებული ან დაპატიმრებული, სრულად უნარჩუნდება ყოველთვიური შრომის ანაზღაურება და დაკავების ან პატიმრობის 1 დღე ნამსახურობის 3 დღედ ეთვლება.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს მოსამსახურეს თანამდებობრივი სარგო მიეცემა შესაბამისად ორმაგი ოდენობითა და სამმაგი ოდენობით.