Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 60 7. უცხოელს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება გაუუქმდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ცნობილი გახდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს ან/და მან არასწორი ინფორმაცია ან/და ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა, კერძოდ: ა) მან არსებითი ფაქტობრივი გარემოებები არასწორად წარმოაჩინა ან/და დამალა; ბ) გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რომლებიც მიუთითებს, რომ მას არ უნდა მისცემოდა საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება; გ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მასზე გაცემულია ბინადრობის უფლება. 8. უცხოელს უფლება აქვს, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მიღებიდან 5 წლის შემდეგ მიმართოს სააგენტოს სპეციალური ბინადრობის ნებართვის მისაღებად. უცხოელზე სპეციალური ბინადრობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს წელიწადში ერთხელ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე. 9. თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უარს იტყვის უცხოელზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემაზე და კვლავ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხოელს გაუგრძელდება საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება. |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 60 საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება. 1. იმ უცხოელს, რომლის საქართველოდან გაძევებაც შეუძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მიეცემა საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება. 2. საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება უცხოელს მიეცემა საქართველოდან გაძევების დამაბრკოლებელი ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობისას: ა) როდესაც მისი საქართველოდან გაძევება შეუძლებელია ამ კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) როდესაც ამ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი საფუძველი არ აღმოიფხვრა იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ; გ) როდესაც ვერ ხერხდება მისი იდენტიფიცირება; დ) როდესაც გასაძევებელი უცხოელის მიღებაზე თანხმობას არცერთი სახელმწიფო არ აცხადებს. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე გასცემს სააგენტო. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე აუქმებს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას. |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 60 5. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა გაიცემა 1 წლის ვადით. საქართველოში დროებითი ყოფნის ვადის გაგრძელების შემთხვევაში დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას სააგენტო გასცემს განმეორებით, იმავე ვადით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე. 6. უცხოელისთვის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მიცემის და დროებითი ყოფნის ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მიღებიდან 5 წლის შემდეგ უცხოელი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს სპეციალური ბინადრობის ნებართვის მისაღებად. 7. უცხოელი, რომელზედაც გაიცემა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, სარგებლობს ამ კანონის 25-ე, 29-ე, 30-ე, 33-ე, 37-ე და 41-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით, აგრეთვე არაქონებრივი უფლებებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 60 უცხოელის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება. 1. უცხოელისთვის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მიცემის თაობაზე გადაწყვეტილებასა და საქართველოში დროებითი ყოფნის ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. 2. უცხოელს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მისი საქართველოდან გაძევების დამაბრკოლებელი ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მისი საქართველოდან გაძევება შეუძლებელია ამ კანონის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის გამო; ბ) ამ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოება არ შეცვლილა იმავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ; გ) მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება; დ) მის მიღებაზე თანხმობას არცერთი სახელმწიფო არ აცხადებს; ე) არსებობს ამ კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა. 3. უცხოელზე ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე გასცემს სააგენტო. |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 60 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე აუქმებს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას. 5. უცხოელს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება ეძლევა 1 წლით და ამავე ვადით გაიცემა მასზე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. ეს ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 1 წლით, თუ კვლავ არსებობს გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც უცხოელს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება მიეცა. 6. უცხოელის საქართველოში დროებითი ყოფნის პერიოდში, როგორც წესი, 6 თვეში ერთხელ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო შეისწავლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებებს. თუ უცხოელის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლებით სარგებლობის პერიოდში აღმოიფხვრა მისი საქართველოდან გაძევების დამაბრკოლებელი გარემოება, უცხოელს გაუუქმდება საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება და მის მიმართ დაიწყება საქართველოდან გაძევების შესაბამისი პროცედურა. |