Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 10 პრევენციული ღონისძიებები. 1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს შემდეგი პრევენციული ღონისძიებები: ა) განახორციელოს კლიენტის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია; ბ) განახორციელოს ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები სანდო წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაციისთვის; გ) დაადგინოს საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი; დ) განახორციელოს საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი. 2. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა განახორციელოს კლიენტის სახელით მოქმედი პირის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია, აგრეთვე უნდა მოიპოვოს კლიენტის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი. 3. ანგარიშვალდებულმა პირმა იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა შეისწავლოს კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურა. |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 10 31. ანგარიშვალდებულმა პირმა ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის მქონე პირის მიმართ პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას უნდა მოიპოვოს დოკუმენტი ტრასტის შექმნის შესახებ. 4. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა დაადგინოს კლიენტის საქმიანობის არსი და მოიპოვოს ინფორმაცია მოსალოდნელი გარიგებების ხასიათის, მოცულობისა და სიხშირის შესახებ. |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 10 5. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას უნდა შეისწავლოს საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში მომზადებული, დადებული ან/და შესრულებული გარიგება იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება ის კლიენტის შესახებ მისთვის ცნობილ ინფორმაციას, კლიენტის კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას და კლიენტის რისკის დონეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − კლიენტის ქონების, ფულადი სახსრებისა და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობას, აგრეთვე უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) სათანადო პერიოდულობით განახლება. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიება კლიენტის შესახებ განახლებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განახორციელოს. |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 10 6. აკრძალულია საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, ერთჯერადი გარიგების დადება ან შესრულება, თუ ანგარიშვალდებული პირი ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვერ ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პრევენციულ ღონისძიებებს. ასეთ შემთხვევაში ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი. 7. აკრძალულია საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, ერთჯერადი გარიგების დადება ან შესრულება, თუ კლიენტი ან გარიგების მონაწილე სხვა პირი ამ კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი პირია. ასეთ შემთხვევაში ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება. 71. თუ ანგარიშვალდებული პირი თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში აღმოაჩენს ამ კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი პირის ქონებას, იგი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება. |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 10 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით აკრძალულ ქმედებად არ მიიჩნევა ფინანსური ინსტიტუტის მიერ ამ კანონის 41-ე მუხლით დადგენილი წესით ყადაღადადებულ შესაბამისი პირის ანგარიშზე ჩარიცხვის ოპერაციის შესრულება მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე სანქციადაკისრებულ პირთა სიაში პირის შეყვანამდე დადებული ხელშეკრულების ან წარმოშობილი ვალდებულების საფუძველზე. 9. შემოსავლების სამსახური ვალდებულია ამ კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი ან/და გამგზავნი/მიმღები პირის (პირების) იდენტიფიკაცია. |