Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
პენიტენციური კოდექსი article 72 დისციპლინური სახდელის სახეები. 1. დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; დ) ნებადართული ნივთებით (გარდა ექიმის მიერ დანიშნული კვების აუცილებელი პროდუქტებისა და მედიკამენტებისა) სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა ან/და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 3 თვემდე ვადით; ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით; თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; კ) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; ლ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არაუმეტეს წელიწადში 6-ჯერ; მ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; ნ) ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით. |
პენიტენციური კოდექსი article 72 2. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს შეიძლება შეეზღუდოს აგრეთვე ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული უფლება 2 თვემდე ვადით. 3. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“−„ე“ და „თ“−„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები შეიძლება შეეზღუდოს 1 თვემდე ვადით. 4. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ლ“−„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელები. 5. ორსული ქალის, მცირეწლოვანი ბავშვის დედის (რომელსაც პენიტენციურ დაწესებულებაში ჰყავს 3 წლამდე ბავშვი ან რომელიც ამ კოდექსის 39-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სარგებლობს შვილთან ურთიერთობის მიზნით დასვენებისა და უქმე დღეებში პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლებით) და 65 წელს მიღწეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელები. 6. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. |
პენიტენციური კოდექსი article 72 7. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა. 8. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად. 9. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, სამსახური, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამსახურის ადგილობრივი საბჭო. |