Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 8 სასამართლო განსჯადობა და საპროცესო ნორმები. 1. ამ კანონით გათვალისწინებულ გადახდისუუნარობის საქმეთა მიმართ დადგენილია სპეციალური სასამართლო განსჯადობა. 2. ამ კანონით გათვალისწინებულ გადახდისუუნარობის საქმეებს განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები. 3. ამ კანონით გათვალისწინებულ გადახდისუუნარობის საქმეთა განხილვის მიზნებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს. 4. სასამართლო გადახდისუუნარობის საქმეს განიხილავს მოვალის იურიდიული მისამართის მიხედვით, ხოლო საქართველოში მოვალის იურიდიული მისამართის არარსებობის შემთხვევაში − მისი მთავარი ინტერესების ცენტრის მიხედვით. 5. ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი საპროცესო ნორმები. 6. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზანსა და პრინციპებს. |