Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეწარმეთა შესახებ article 17 საქმიანი წერილი და ვებგვერდი. 1. კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოების ყველა საქმიან წერილზე უნდა მიეთითოს სულ მცირე შემდეგი მონაცემები: ა) საფირმო სახელწოდება; ბ) იურიდიული მისამართი; გ) საიდენტიფიკაციო ნომერი. 2. საქმიან წერილზე კაპიტალზე მითითებისას ეს მონაცემი უნდა შეეხებოდეს განთავსებულ კაპიტალს და მის განაღდებულ ნაწილს. 3. ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა სამეწარმეო საზოგადოებამ საქმიან წერილზე საფირმო სახელწოდებასთან ერთად უნდა მიუთითოს დამატება „ლიკვიდაციის პროცესში“. იგივე წესი ვრცელდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მყოფ პირზე. ეს პირი ვალდებულია მიუთითოს აგრეთვე „გადახდისუუნარობის პროცესში“ ან მიუთითოს გადახდისუუნარობის კონკრეტული რეჟიმის თაობაზე − „რეაბილიტაციის რეჟიმში“ ან „გაკოტრების რეჟიმში“. 4. უცხო ქვეყნის სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ყველა საქმიან წერილზე უნდა მიეთითოს აგრეთვე ფილიალის მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის ნომერი. 5. ყველა მონაცემი, რომლებიც მიეთითება საქმიან წერილზე, უნდა მიეთითოს აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში). 6. ამ მუხლის მოთხოვნები ეხება როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული სახით შედგენილ საქმიან წერილს. |
მეწარმეთა შესახებ article 17 7. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |