Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ article 2 დ) უზრუნველყოს რაჭის დაცული ტერიტორიებისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლის, ცხოველთა სამყაროს და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენება; ე) უზრუნველყოს რაჭის ეროვნულ პარკში განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ბუნებრივი და ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა, აღდგენა და მონიტორინგის განხორციელება; ვ) უზრუნველყოს უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნების წარმონაქმნების, ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა; ზ) რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (დამხმარე ზონაში) ხელი შეუწყოს ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას. |
რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ article 2 კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები. 1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს რაჭის ეროვნული პარკის შექმნა; ბ) უზრუნველყოს რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) შექმნა; გ) მოაწესრიგოს რაჭის ეროვნული პარკისა და რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) მართვის მექანიზმები. 2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია: ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი ან სახეცვლილი რაჭის დაცული ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) უზრუნველყოს რაჭის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით − საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და გლობალურ „წითელ ნუსხაში“ შეტანილ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) უზრუნველყოს რაჭის დაცული ტერიტორიების ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისთვის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბება; |