FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ტურიზმის შესახებ

article  50

ე.ბ) რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებები, რომელთა მიმწოდებლები ვალდებული არიან ჰქონდეთ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, აგრეთვე ამ დაზღვევის პირობები და განხორციელების წესი; ე.გ) რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პირობები და განხორციელების წესი; ე.დ) სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პირობები და განხორციელების წესი; ვ)  2026 წლის 1 იანვრამდე მიიღოს „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება;
    ზ) 2027 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ამ კანონის IV თავით განსაზღვრული სტანდარტული ფორმები;
    თ) 2027 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ამ კანონის VIII თავით განსაზღვრული სტანდარტული ფორმები;
    ი) 2027 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს გადახდისუუნარობის უზრუნველყოფის ოდენობის გამოთვლის წესი და პროცედურა;
    კ) ამ კანონის ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში დაამტკიცოს „კურორტების შესახებ“ დადგენილება;
    ლ) უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
ტურიზმის შესახებ

article  50

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა:
    ა) 2026 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა;
    ბ) 2026 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი, საქმიანობის წესი და სტანდარტი; ბ-1) 2025 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ტურისტული გიდის სერტიფიცირების განმახორციელებელი პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის წესი და ტურისტული გიდის სერტიფიცირების წესი; ბ-2) 2026 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის სერტიფიცირების განმახორციელებელი პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის წესი და სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის სერტიფიცირების წესი;
    გ) 2025 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გაცემისა და გაუქმების წესი და პირობები და ამ ნიშნის ფორმა, აგრეთვე ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს მიერ სერტიფიცირებული ტურისტული გიდების რეესტრის წარმოების წესი და ტურისტული გიდის რეგისტრაციის ფორმა;
ტურიზმის შესახებ

article  50

დ) 2026 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს მიერ სერტიფიცირებული სამთო გამყოლების, სათხილამურო გამყოლებისა და ალპური გამყოლების რეესტრის წარმოების წესი და რეესტრის ფორმა;
    ე) 2026 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გაცემისა და გაუქმების წესი და პირობები, მოწმობის ნიშნის ფორმა;
    ვ) 2027 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს ტურისტული პაკეტებისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურებების გაყიდვიდან მიღებული მთლიანი შემოსავლების შესახებ ანგარიშის ფორმა;
    ზ) 2027 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს ტუროპერატორისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მონაწილის გადახდისუუნარობისგან დაცვის სერტიფიკატის ფორმა;
    თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
ტურიზმის შესახებ

article  50

გარდამავალი დებულებები.
1. საქართველოს მთავრობამ:
    ა) 2026 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს „საკურორტო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა;
    ბ) 2025 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების პრინციპები, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მოპოვების ან/და გაუქმების წესი და პირობები;
    გ) 2026 წლის 1 ივნისამდე დადგენილებით განსაზღვროს: გ.ა) იმ ტურისტული გიდის რეგისტრაციის წესი, პირობები და საფასური, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა; გ.ბ) სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის სერტიფიცირების განმახორციელებელი პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის საფასურები;
    დ) 2026 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების ნუსხა, რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელების ტექნიკური რეგლამენტი და სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობის სფერო და კომპეტენციები და ტერიტორიული კომპეტენციების (მათ შორის, გზა და რელიეფი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დახრილობა, ექსპოზიცია და სხვა) ტექნიკური რეგლამენტი;
    ე) 2026 წლის 1 ივნისამდე დადგენილებით განსაზღვროს: ე.ა) რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების ნუსხა და რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელების წესი;