FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  18

ბავშვის თამაშისა და დასვენების უფლება.
1. ბავშვს უფლება აქვს, მოითხოვოს სწავლასა და თავისუფალ დროს შორის ბალანსის დაცვა, ხოლო მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია სათანადო ყურადღება დაუთმოს ბავშვის შესაბამის მოსაზრებებსა და საჭიროებებს. # # 2. ბავშვს უფლება აქვს, დაისვენოს, ჰქონდეს თავისუფალი დრო, ითამაშოს და მონაწილეობა მიიღოს რეკრეაციულ ღონისძიებებში თავისი ინტერესებისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.
3. ბავშვს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კულტურულ და სპორტულ ცხოვრებასა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში.
4. სახელმწიფო ხელს უწყობს ბავშვის მიერ თამაშისა და დასვენების უფლების რეალიზებისთვის სათანადო შესაძლებლობის შექმნას, მისი ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.