FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  5

კომერციული ბანკის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები.
1. კომერციული ბანკის ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ შესაფერისობის კრიტერიუმებს:
    ა) კარგი რეპუტაცია, სანდოობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც, მათ შორის, გულისხმობს, რომ იგი არ უნდა იყოს ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;
    ბ) საბანკო საქმიანობის წარმართვისათვის აუცილებელი სათანადო ცოდნა, უნარები და გამოცდილება;
    გ) განსჯის დამოუკიდებლობა, რაც გულისხმობს უნარს დამოუკიდებელი და ობიექტური განსჯის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება, შეაფასოს მმართველი ორგანოების სხვა წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი;
    დ) საკმარისი დრო საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად;
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  5

ე) პარალელურად დაკავებული პოზიციების რაოდენობა – კომერციული ბანკის ადმინისტრატორი არ უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული სხვა კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული სუბიექტი/სუბიექტები ექვემდებარება/ექვემდებარებიან იმ კომერციული ბანკის კონტროლს ან არის/არიან იმ კომერციული ბანკის მაკონტროლებელი სუბიექტი/სუბიექტები, რომელშიც მას ადმინისტრატორის პოზიცია უკავია. კომერციული ბანკის ადმინისტრატორი არ უნდა იყოს 5-ზე მეტი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს ან/და დირექტორატის წევრი. ამასთანავე, 1 აღმასრულებელი პოზიცია თავსებადია 2 არააღმასრულებელ პოზიციასთან ან დასაშვებია 5 არააღმასრულებელი პოზიციის დაკავება. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებში დაკავებული პოზიციები არ გაითვალისწინება. ამავე ქვეპუნქტის მიზნებისთვის 1 პოზიციად მიიჩნევა: ე.ა) ერთ ჯგუფში დაკავებული პოზიციები. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ჯგუფი გულისხმობს კომერციულ ბანკს, მის სათავო საწარმოს და შვილობილ საწარმოს/საწარმოებს; ე.ბ) იმ საწარმოში/საწარმოებში დაკავებული პოზიციები, რომლის/რომელთა მნიშვნელოვან წილსაც ფლობს კომერციული ბანკი.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  5

2. ადმინისტრატორის შესაფერისობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ეროვნული ბანკი, რომელიც შეფასებისას ხელმძღვანელობს პროპორციულობის პრინციპით, რაც გულისხმობს შესაფერისობის კრიტერიუმების შეფასებას ბანკის ზომის, შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის, რისკის პროფილისა და კომპლექსურობის მიხედვით. პროპორციულობის პრინციპი არ გამოიყენება კარგი რეპუტაციის, სანდოობისა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების კრიტერიუმების შეფასებისას. პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად განისაზღვრება შეფასების ინტენსივობის ხარისხი, შეფასების პროცედურა და წარსადგენი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსი.
3. ადმინისტრატორთა შესაფერისობის შეფასება გულისხმობს ადმინისტრატორების როგორც ინდივიდუალური, ასევე ბანკის დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს ერთობლივი შესაფერისობის შეფასებას.
4. ადმინისტრატორთა შესაფერისობის შეფასებისას გაითვალისწინება მრავალფეროვნების პოლიტიკა, რომელიც უნდა  ეფუძნებოდეს სულ მცირე განათლების, პროფესიული გამოცდილების, ასაკისა და სქესის ფაქტორებს.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  5

5. ბანკი ვალდებულია ადმინისტრატორის დანიშვნამდე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია/ინფორმაცია და არ დანიშნოს პირი ეროვნული ბანკის მიერ ადმინისტრატორის შესაფერისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო უკვე დანიშნული პირის შეუსაბამობის შემთხვევაში, გადააყენოს იგი დაკავებული პოზიციიდან.
6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამონაკლის შემთხვევებში, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის გარეშე გასცეს პირობითი თანხმობა ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე და განსაზღვროს ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის ვადა, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა. აღნიშნულ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარუდგენლობის შემთხვევაში, ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე გაცემული პირობითი თანხმობა, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის მომენტიდან, ავტომატურად გაუქმდება.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  5

7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სამართლებრივი აქტით განსაზღვროს კომერციული ბანკის  ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების შეფასების წესი და პროცედურა, მათ შორის, დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს ერთობლივი შესაფერისობის საკითხები, წარსადგენი ინფორმაცია და განმარტოს შეფასების კრიტერიუმების შინაარსი.