Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საზღვაო კოდექსი article 116 1. ტვირთის მიღება, შემოტანა ან გატანა შეიძლება აკრძალოს სააგენტომ მხოლოდ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. იგი ამას დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და სხვა დაინტერესებულ პირებს. 2. გადასაზიდად ტვირთის მიღების აკრძალვა, დროებით შეჩერება ან შეზღუდვა შეიძლება შემოღებულ იქნეს გარკვეული მიმართულებით კონკრეტული ნავსადგურიდან ან კონკრეტულ ნავსადგურამდე გადაზიდვისას. ამას სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს ტვირთის გამგზავნსა და შესაბამის უწყებებს. 3. სტიქიური მოვლენების, მარცხისა და ავარიის, ასევე კარანტინის გამოცხადების შემთხვევაში, როდესაც შეწყვეტილია მოძრაობა, ნავსადგურის კაპიტნის განკარგულებით შეიძლება დროებით შეჩერდეს ან/და შეიზღუდოს ტვირთის მიღება, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება სააგენტოს, რომელიც განსაზღვრავს ტვირთის მიღების დროებით შეჩერების ან/და შეზღუდვის ვადებს და აქვეყნებს „ზღვაოსანთა უწყებებში“. |