Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ article 12 დევნილის უფლებები და მოვალეობები. 1. დევნილს უფლება აქვს: ა) მიიღოს დევნილის შემწეობა 45 ლარის ოდენობით; ბ) მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; გ) ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი. 2. დევნილი ვალდებულია: ა) საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დღიდან ერთი თვის განმავლობაში აცნობოს სამინისტროს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ; ბ) გაიაროს დევნილთა რეგისტრაცია სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში; გ) ორ თვეზე მეტი ხნით საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ გასვლის შემთხვევაში წინასწარ აცნობოს სამინისტროს ამის შესახებ. |