FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1186

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა.
1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა (გარდა ამ კოდექსის 127-1 მუხლის 1-4, 1-5 და მე-7−7-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა) გამოიწვევს:
    ა) პირველი ხარისხის დარღვევა – გაფრთხილებას;
    ბ) მე-2 ხარისხის დარღვევა – დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;
    გ) მე-3 ხარისხის დარღვევა – დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული დარღვევის ჩადენა, რომელიც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.