FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  21

ტერმინთა განმარტება.
1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამ კანონის მიზნებისათვის, აგრეთვე ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების სისტემისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო − ინსტრუმენტი, რომელიც ახდენს კვალიფიკაციების სწავლის შედეგების მიხედვით კლასიფიცირებას განათლების ქვესისტემების (ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება, არაფორმალური განათლება) ინტეგრირებისა და კოორდინირების, აგრეთვე კვალიფიკაციის ხარისხის გაუმჯობესების, გამჭვირვალობის, ხელმისაწვდომობისა და განვითარების მიზნით, შრომის ბაზრისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით;
    ბ) კვალიფიკაცია − უფლებამოსილი დაწესებულების/დაწესებულებების მიერ სწავლის შედეგის მიღწევის შეფასებისა და დადასტურების ფორმალური შედეგი, რომელიც დასტურდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატით, უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით – დიპლომით ან ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით;
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  21

გ) სწავლის შედეგი − განაცხადი პირის მიერ მისაღწევი „ცოდნისა და გაცნობიერების“ (სწავლის ან საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფაქტების, პრინციპების, თეორიების, თეორიული და პრაქტიკული მეთოდების ასიმილაციის შედეგი), „უნარის“ (კონკრეტული დავალების შესრულებისა და პრობლემების გადაჭრისათვის შესაბამისი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა) ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ (ღირებულებებითა და დამოუკიდებლობის შესაბამისი ხარისხით პირის მიერ ცოდნისა და უნარების გამოყენება) შესახებ;
    დ) სწავლის სფეროების კლასიფიკატორი − ინსტრუმენტი, რომელიც ახდენს საქართველოში არსებული სწავლის სფეროების კლასიფიცირებას და მათთან შესაბამისი კვალიფიკაციების დაკავშირებას;
    ე) ფორმალური განათლება − მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას;
    ვ) არაფორმალური განათლება − მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას;
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  21

ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერი − უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესის მიზნებისთვის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით კლასიფიცირებული, შინაარსობრივად (პროგრამის შინაარსი, სწავლის მიზნები და შედეგები) დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამები (გარდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ-48“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა და იმავე კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა). საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერად დაჯგუფების წესი და პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით (შემდგომ – აკრედიტაციის დებულება);
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  21

თ) საკოორდინაციო საბჭო − კოლეგიური ორგანო, რომელიც იქმნება 4 წლის ვადით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მართვაში, მისი საქმიანობისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებაში დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის  − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებით.
2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს, რომლებიც არ არის განმარტებული ამ მუხლის პირველ პუნქტში, აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.