Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ article 9 სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში სამეურნეო საქმიანობის მარეგულირებელი წესები. 1. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია ნებართვის გაცემის პროცესში დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს სახით ჩართოს დეპარტამენტი და სავალდებულო დასკვნისათვის გადაუგზავნოს სათანადო დოკუმენტაცია. 2. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში მშენებარე შენობა-ნაგებობის პროექტში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ნაპირის მოსალოდნელი დაზიანების საკომპენსაციო ხარჯები. 3. პლაჟის გამოყენება სამკურნალო და რეკრეაციული მიზნით არ იზღუდება. დაუშვებელია პლაჟის გამიჯვნა (შეღობვა) კაპიტალური და გაუვალი ნაგებობებით. 4. მკაცრი ზედამხედველობის ზოლში ნებადართულია ტერიტორიით სარგებლობა დროებითი ნაგებობების განსათავსებლად. 5. აკრძალულია ზღვის, წყალსატევისა და მდინარის მკაცრი ზედამხედველობის ზოლებში ინერტული მასალის მოპოვება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი ხორციელდება ნაპირფორმირების პროცესების მართვისა და მდინარეთა რეგულირების მიზნით. |