Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 21
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 2 კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება. ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) „ადგილობრივი სარკინიგზო მიმოსვლა (გადაყვანა-გადაზიდვა)“ – მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში; ბ) „არასაერთო სარგებლობის ადგილები“ – დახურული და ღია საწყობები, აგრეთვე რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სპეციალურად გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, რომლებიც არ არის რკინიგზის მფლობელობაში ან მის მიერ იჯარით გადაცემულია სხვა პირთა სარგებლობაში და გამოიყენება ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის დატვირთვის, გადმოტვირთვის, დახარისხებისა და შენახვისათვის; გ) „ბარგი“ – მგზავრის ქონება, რომელიც გადაიზიდება საბარგო ვაგონით; დ) „ბილეთი“ − მატერიალური ან ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც იძლევა მატარებლით მგზავრობის უფლებას და რკინიგზისთვის წარმოშობს მგზავრის გადაყვანის ვალდებულებას; |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 2 კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება. . ე) „გადამეტტვირთი“ – სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაში დადგენილ ნორმაზე მეტი ოდენობით ჩატვირთული ტვირთი; ვ) „გადამზიდველი“ – პირი, რომელიც გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვას მის მფლობელობაში არსებული სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით; ზ) „გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტები“ – ბილეთი, ბარგის ქვითარი, ტვირთ-ბარგის ზედნადები, საგზაო უწყისი, სავაგონო ფურცელი და სხვა სატრანსპორტო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობას; თ) „გასხვისების ზოლი“ – რკინიგზის მფლობელობაში არსებული მიწის ვაკისი, რომელზედაც განლაგებულია ხელოვნური და სახაზო-სალიანდაგო ნაგებობები, რკინიგზის ელექტრომომარაგებისა და კავშირგაბმულობის მოწყობილობები, რკინიგზის სადგურები, დამცავი ტყე-ნარგავები და რკინიგზის ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი ობიექტები და რკინიგზის სტრუქტურული ერთეულები; ი) „დამატებითი საფასური“ – გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული ოპერაციების (სამუშაოების) საფასური, რომელიც არ შედის გადაყვანა-გადაზიდვის ტარიფში; |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 2 კ) „დამცავი ზონა“ – რკინიგზის ნაგებობების, მოწყობილობებისა და სხვა ობიექტების დაცვის, მიწის ვაკისის სიმკვრივისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად საჭირო მიწის ნაკვეთი, აგრეთვე მისი მომიჯნავე მცოცავი მიწა; ლ) „ექსპედიტორი“ – პირი, რომელიც შემკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯით ახორციელებს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას; მ) „ვაგონი“ – ღია ან დახურული, ლითონისბორბლებიანი სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია მატარებელში ჩასართავად საჭირო ყველა საშუალებით და განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადასაზიდად; ნ) „ვაგონის სახეობა“ – ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი უნივერსალური ან სპეციალური ვაგონი; ო) „ზედნადები“ – გადაზიდვის ხელშეკრულება, რომელიც წერილობით ფორმდება რკინიგზასა და ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) შორის, თან ახლავს ტვირთს მისი მსვლელობის მთელ გზაზე და შეიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და ამ კანონით გათვალისწინებულ მონაცემებს ტვირთის გადაზიდვის შესახებ; |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 2 ფ) „მულტიმოდალური (კომბინირებული) გადაზიდვა“ – გადაზიდვები, რომლებიც ხორციელდება ერთი გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, არანაკლებ ორი სახეობის სატრანსპორტო საშუალებითა და ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტით (გადაზიდვები ერთმანეთის მიმდევარი გადამზიდველების მიერ); ქ) „მისასვლელი ლიანდაგი“ – ლიანდაგი, რომელიც განკუთვნილია ცალკეულ პირთა მომსახურებისათვის და მიერთებულია საერთო სარგებლობის სარკინიგზო ქსელთან; ღ) „პალეტი“ – სატრანსპორტო პაკეტი ან ქვეშზე მოთავსებული, ცელოფნით შეფუთული ტვირთი; ყ) „პლაცკარტი“ – სამგზავრო ვაგონის კატეგორიისა და კლასის შესაბამისი საწოლი ადგილი; შ) „რკინიგზა“ – მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადასაზიდად საჭირო ყველა ტექნიკური საშუალებით აღჭურვილი, კომპლექსური საწარმო, რომლის მომსახურებას უზრუნველყოფენ ამ საშუალებების ექსპლუატაციისა და გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზების განმახორციელებელი სპეციალისტები და რომლის საქმიანობა რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით; |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 2 ჩ) „რკინიგზის ვაგზალი“ – ერთ რკინიგზის სადგურზე განლაგებულ ნაგებობათა და მოწყობილობათა კომპლექსი, რომელიც მოიცავს მგზავრთა მომსახურებისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობებს, პავილიონებს, მგზავრთა ჩასასხდომ – ფარდულიან ან უფარდულო პლატფორმებს, ერთ ან სხვადასხვა დონეზე მდებარე გადასასვლელებს, მცირე არქიტექტურულ ფორმებსა და ვიზუალურ კომუნიკაციებს; ც) „რკინიგზის სადგური“ – რკინიგზის სტრუქტურული ერთეული ან ფილიალი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ორგანიზებისათვის; |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 2 ძ) „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა“ – ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს რკინიგზის მიერ გადაყვანა-გადაზიდვის საფასურის დაწესებისა და რეგულირების წესს; წ) „რკინიგზის სტრუქტურული ერთეულები“ – რკინიგზის სადგური, მგზავრთა მომსახურების სამსახური, სალოკომოტივო და სავაგონო დეპოები, სავაგონო უბანი, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა მექანიზებული, სალიანდაგო, ელექტრომომარაგების, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის შენობა-ნაგებობათა დისტანციები, აგრეთვე გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზებისა და უზრუნველყოფისათვის განკუთვნილი სხვა სტრუქტურული ერთეულები; |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 2 ჭ) „რკინიგზის ტერიტორიული სამმართველო“ – რკინიგზის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს მგზავრთა გადაყვანას, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვას იმ რეგიონში, რომელსაც იგი ემსახურება; |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 2 ხ) საერთაშორისო გადაზიდვა – ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტით ტვირთის გადაზიდვა/გაგზავნა დანიშნულებისა და სატრანზიტო ქვეყნების საბაჟო ტერიტორიებზე, ერთი ან რამდენიმე ქვეყნის საზღვრის გადაკვეთით, ერთი ქვეყნის ნებისმიერი საბაჟო გამშვები პუნქტიდან მეორე ქვეყნის ერთი ან რამდენიმე შუალედური საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით; ჯ) „საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლა (გადაყვანა-გადაზიდვა)“ – მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა საქართველოსა და უცხო სახელმწიფოებს შორის; |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 2 ჯ -2) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი − სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სარკინიგზო უსაფრთხოების წესის შესაბამისად; ჯ -3) ტუროპერატორი − „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტუროპერატორი; ჯ -4) ბილეთების გამყიდველი − პირი, რომელიც ახორციელებს რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებით საცალო ვაჭრობას და ყიდის ბილეთებს, მათ შორის, პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის ბილეთებს, ერთ ან ერთზე მეტ სარკინიგზო საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმების საფუძველზე; ჯ -5) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი − პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევით, რომლის სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 2 ჯ -6) გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირი − ფიზიკური პირი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ არის, თუმცა რომლის ნებისმიერი მიზეზით გადაადგილება შეზღუდულია და რომელიც საჭიროებს სათანადო ყურადღებას, რათა მან სხვა მგზავრების მსგავსად შეძლოს სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობა; |