Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 174 კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის დამტკიცება, ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების ზედამხედველობა, ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიში. 1. პარლამენტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტს ამტკიცებს დადგენილებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების პროექტი პარლამენტს წარედგინება, განიხილება და დადგენილება მიიღება ამ რეგლამენტის 127-ე მუხლით განსაზღვრული წესით. 3. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის დამტკიცებისას პარლამენტი მსჯელობს აგრეთვე ამ საკითხთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს და სხვა სათანადო სახელმწიფო უწყებების მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ წინადადებებზე. 4. ანტიკორუფციული ბიურო წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული საკითხების შესახებ. |