FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

article  49

მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება.
1. მეზღვაური, რომელსაც აქვს მოქმედი კომპეტენციის სერტიფიკატი, უფლებამოსილია გემზე განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისთვის ამ კანონითა და STCW-ის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. იმ მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც აქვს საქართველოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი, აისახება მეზღვაურის შესაბამის სამედიცინო მოწმობაში, რომელსაც ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გასცემს მხოლოდ სააგენტოს მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულება. აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაყალბებისგან დამცავი ნიშნის მქონე ბლანკზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე გაცემა.
3. სააგენტო სამედიცინო დაწესებულებებს შეარჩევს მათ მიერ შერჩევის პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე. შერჩევის პირობებს ადგენს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობისა და STCW-ის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

article  49

4. შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია და სათანადო პირობები მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისათვის STCW-ის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისად.
41. ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტების მოთხოვნების მიუხედავად, მეზღვაური, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად სააგენტოს მიერ აღიარებული კომპეტენციის სერტიფიკატი საქართველოს დროშით მცურავ გემზე სამსახურისთვის, უფლებამოსილია ამ გემზე განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა აღნიშნული სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების თანახმად, თუ მას აქვს ამ სერტიფიკატის გამცემი სახელმწიფოს მიერ გაცემული მეზღვაურის მოქმედი სამედიცინო მოწმობა.
5. მეზღვაური ვალდებულია კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემამდე ან განახლებამდე, აგრეთვე ისეთ შემთხვევაში, როდესაც მისი სერტიფიცირება მოითხოვება STCW-ის კოდექსის თანახმად, ჰქონდეს ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული მეზღვაურის მოქმედი სამედიცინო მოწმობა.
6. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და სათანადო მონაცემები ინახება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში 30 წლის განმავლობაში.