Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ article 38 სისხლით ან მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობა, სისხლის ან მისი კომპონენტების უკანონო ექსპორტი ან იმპორტი. 1. გაღებული სისხლის ან მისი კომპონენტის სანაცვლოდ დონორის ან სხვა პირის მიერ ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის მიღება − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. დონორისთვის სისხლის ან მისი კომპონენტის გაღების სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის შეთავაზება/მიცემა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3. სისხლით ან მისი კომპონენტებით ვაჭრობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით, თუ ეს არ არის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე სხვა, შესაბამისი შემთხვევა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 4. სისხლისა და მისი კომპონენტების ექსპორტი ან იმპორტი, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. |
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ article 38 სისხლით ან მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობა, სისხლის ან მისი კომპონენტების უკანონო ექსპორტი ან იმპორტი. . 5. სისხლისა და მისი კომპონენტების ექსპორტის სალიცენზიო პირობების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. |