FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  7

1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემას, მათში ცვლილებების შეტანას, მათ გაუქმებას და შესაბამისი მონაცემების უწყებრივ სანებართვო რეესტრში შეტანას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს შემოსავლების სამსახური.
2. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გადაამოწმოს ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტების უტყუარობა და ამ კანონის 35-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა, ხოლო სამორინის მოწყობის შემთხვევაში − დამატებით მათი ამავე კანონის 24-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
3. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  7

31. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მიზნით, შერჩეული პირის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დანერგოს კონტროლის ელექტრონული სისტემა და როგორც შემოწმების ფარგლებში, ისე მიმდინარე რეჟიმში გააკონტროლოს სანებართვო პირობების შესრულება, მათ შორის, სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტის არსებობისას სანებართვო პირობების შესრულების შემოწმება ჩაატაროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული, მოქმედი ნებართვის პერიოდისთვისაც.
4. ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის ნებართვის მფლობელს აჯარიმებს შემოსავლების სამსახური ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საგადასახადო ორგანო ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმებისა და ამავე კანონის 37-2 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმების გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით.
5. ნებართვის მფლობელი ვალდებულია სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.