Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ article 2612 სამეცნიერო საბჭო. 1. ამ თავით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით იქმნება მინისტრის სათათბირო ორგანო – სამეცნიერო საბჭო. 2. სამეცნიერო საბჭოს მუშაობის წესი განისაზღვრება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 3. სამეცნიერო საბჭო არ მონაწილეობს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის სახეობის ნიმუშის, პრეკონვენციური ნიმუშისა და ხიზილალის ექსპორტის ნებართვების გაცემის პროცესში. |