FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  9

სასამართლოში კერძო საჩივრის შეტანა.
1. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ კერძო საჩივარი.
2. კერძო საჩივრის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება.
3. კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს განჩინების გამომტან სასამართლოში წერილობითი ფორმით.
4. კერძო საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
5. თუ კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა, კერძო საჩივრის შეტანის ვადა მისი გამოცხადების მომენტიდან დაიწყება.
6. კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულებას. სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულება.
7. თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, ის მას დააკმაყოფილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლოს ეგზავნება.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  9

8. ზემდგომი სასამართლო კერძო საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 14 დღის ვადაში.
9. კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.