Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ article 10 პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდები და ექსპერტიზა. 1. საქართველოში ახალი პესტიციდი (მოქმედი ნივთიერება ), გამონაკლისის გარდა , და აგროქიმიკატი , საჭიროების შემთხვევაში , რომლებსაც ადგენს სარეგისტრაციო ორგანო , რეგისტრაციამდე ექვემდებარება სარეგისტრაციო გამოცდებს , რომელთა შედეგები წარედგინება სარეგისტრაციო ორგანოს . ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ რეგისტრირებული პესტიციდი/აგროქიმიკატი საქართველოში რეგისტრაციისათვის არ საჭიროებს სარეგისტრაციო გამოცდებს . 2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანობის გამოცდას და შეფასებას ახორციელებენ შესაბამისი პროფილის სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებები და ლაბორატორიები . 3. სარეგისტრაციო გამოცდები და ექსპერტიზა ტარდება რეგისტრანტის ხარჯზე . 4. სარეგისტრაციო გამოცდები მოიცავს : ა ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების ბიოლოგიურ , სასოფლო - სამეურნეო და ეკონომიკური ეფექტიანობის დადგენასა და მათი გამოყენების რეგლამენტების შემუშავებას ; |
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ article 10 ბ ) ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი შესაძლო ნეგატიური ზემოქმედების შეფასებას , ჰიგიენური ნორმატივების , სანიტარიული ნორმებისა და წესების შემუშავებას ; გ ) გამოყენების რეგლამენტების ეკოლოგიურ შეფასებას . 5. ფიზიკური ან იურიდიული პირი , რომელსაც შეტანილი აქვს განაცხადი პესტიციდების ან აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაციაზე , ვალდებულია უფასოდ წარმოადგინოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშები . 6. სარეგისტრაციო გამოცდების დროს მკვლევრები ვალდებული არიან მინიმუმამდე დაიყვანონ ცხოველებზე ექსპერიმენტები . 7. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეკოლოგიურ და ჰიგიენურ - ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზას ახორციელებენ შესაბამისი პროფილის სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებები და ლაბორატორიები . 8. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო ექსპერტიზის წესს განსაზღვრავს სარეგისტრაციო ორგანო . 9. ექსპერტიზის ვადები არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს . |
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ article 10 10. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოცდის და ექსპერტიზის შედეგები წარედგინება სარეგისტრაციო ორგანოს , რომელიც წყვეტს საკითხს მათი რეგისტრაციაში გატარების შესახებ და გასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ერთი თვის ვადაში . 11. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს , რომელსაც შეტანილი აქვს განაცხადი პესტიციდების ან აგროქიმიკატების რეგისტრაციაზე , აგრეთვე მათ შემმუშავებლებს , უფლება არა აქვთ მონაწილეობა მიიღონ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ექსპერტიზაში . 12. საექსპერტო დასკვნა შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით . 13. თუ სარეგისტრაციო გამოცდების მონაცემები ადასტურებენ პესტიციდის ან აგროქიმიკატის ადამიანისათვის ან გარემოსათვის არახელსაყრელი თვისებების გამოვლენას , სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია არ გაატაროს ისინი რეგისტრაციაში . |
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ article 10 14. სავალდებულოა, მოპოვებული სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაცია ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვის თვალსაზრისით პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აკრძალვის ან მკაცრი შეზღუდვის და საკონტროლო ღონისძიებების შესახებ გაეგზავნოს FAO-ს, რისთვისაც პასუხისმგებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. |