FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  56

ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით მდგრადი სარგებლობის ეკონომიკური სტიმულირება. ცხოველთა სამყაროს დაცვის , აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მდგრადი სარგებლობის ეკონომიკური სტიმულირება მოიცავს :
    ა ) საგადასახადო და სხვა შეღავათების გავრცელებას იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე , რომლებიც უზრუნველყოფენ ცხოველთა სამყაროს ეფექტურ დაცვას , აღწარმოებას და მდგრად გამოყენებას , მათი საბინადრო გარემოს დაცვასა და მდგომარეობის გაუმჯობესებას ;
    ბ ) იურიდიულ პირებზე შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტების გაცემას ცხოველთა სამყაროს დაცვისა და აღწარმოებისათვის საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად ;
    გ ) ცხოველთა სამყაროს დაცვის დარგში განსაკუთრებული დამსახურებისა და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში კანონმდებლობის დამრღვევთა წინააღმდეგ გამოჩენილი მამაცობისა და თავგანწირვისათვის თანამდებობის პირებისა და მოქალაქეების მატერიალურ წახალისებასა და დაჯილდოებას .