Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 16 სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის დაცვა. 1. მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ითანამშრომლოს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის საქართველოდან საზღვარგარეთის ქვეყანაში გადაყვანის ან საზღვარგარეთის ქვეყნიდან საქართველოში გადმოყვანის საკითხებში, საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობების დაცვით. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთის ქვეყნიდან საქართველოში გადმოყვანილ სისხლის სამართლის პროცესის მონაწილესა და სხვა პირს უზრუნველყოფს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის კონკრეტული ღონისძიებებით. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაცვის კონკრეტული ღონისძიებების მომთხოვნ საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოს აცნობებს, რა ღონისძიებები იქნა გამოყენებული საქართველოში გადმოყვანილი სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის მიმართ. |
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 16 4. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის გადაყვანის/გადმოყვანის ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან დებს ინდივიდუალურ შეთანხმებას, რომლითაც განისაზღვრება მათი გადაყვანის/გადმოყვანის საკითხებთან დაკავშირებული თანამშრომლობის დეტალები. 5. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის საზღვარგარეთის ქვეყნიდან საქართველოში გადმოყვანის ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო. 6. ამ მუხლით გათვალისწინებულმა თანამშრომლობამ ხელი არ უნდა შეუშალოს საქართველოს ან საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებულ სისხლის სამართლის პროცესს. 7. საზღვარგარეთის ქვეყნიდან საქართველოში გადმოყვანილი სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის დაცვის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოს. ასეთ შემთხვევაში განხილული უნდა იქნეს საზღვარგარეთის ქვეყნიდან საქართველოში გადმოყვანილი სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის უკან დაბრუნების შესაძლებლობა. |
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 16 8. საზღვარგარეთის ქვეყნიდან საქართველოში გადმოყვანილმა სისხლის სამართლის პროცესის მონაწილემ და სხვა პირმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა. თუ ისინი დაარღვევენ საქართველოს კანონმდებლობას ან სპეციალურად მათთვის განსაზღვრულ ქცევის წესებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოს. საზღვარგარეთის ქვეყნიდან საქართველოში გადმოყვანილი სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ქცევის წესების დარღვევა შეიძლება გახდეს მათი უკან დაბრუნების საფუძველი. 9. ამ მუხლით გათვალისწინებული თანამშრომლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს ის ქვეყანა, რომლის ტერიტორიიდანაც მოხდა სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის ან სხვა პირის გადაყვანა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. |