Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
კულტურის შესახებ article 18 სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია კულტურის სფეროში. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა კულტურის სფეროში; ა-1) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის სხვებთან თანაბარი შესაძლებლობის შექმნის ხელშეწყობა და იმ მექანიზმების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარი შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენებასა და განვითარებას; ბ) კულტურული მოღვაწეობის, კულტურული ფასეულობებისა და ღირებულებების ხელმისაწვდომობა; გ) სახელმწიფო კულტურული პოლიტიკისა და პროგრამების განსაზღვრა, მათი შესრულების გარანტია ბიუჯეტიდან და სხვა ფონდებიდან სახსრების გამოყოფის მეშვეობით; დ) კულტურულ ფასეულობათა განკარგვის წესის დადგენა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ე) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების პრივატიზების წესების განსაზღვრა; ვ) სახელმწიფო დაქვემდებარების კულტურის ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; ზ) კულტურის ორგანიზაციებისათვის ნაგებობათა და შენობათა მიკუთვნების პრიორიტეტების განსაზღვრა; |
კულტურის შესახებ article 18 თ) კულტურის არასახელმწიფო ორგანიზაციების დაფინანსებაში წილობრივი მონაწილეობა; ი) ქველმოქმედებისა და სპონსორობის ხელის შეწყობა; კ) კულტურის სფეროში მოღვაწე ეკონომიკურად და სოციალურად ნაკლებად დაცული მოქალაქეების დახმარება; ლ) შემოქმედებითი მუშაკის მხარდაჭერა; მ) კულტურულ ფასეულობათა შექმნისა და გავრცელების სფეროში მონოპოლიზმთან ბრძოლა და ამ მიზნით კულტურის არასახელმწიფო ორგანიზაციების, საწარმოების, ასოციაციების, შემოქმედებითი კავშირების, გილდიებისა და სხვა კულტურული გაერთიანებების საქმიანობის ხელშეწყობა. |