Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 316 1. კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების შესახებ საოქმო ჩანაწერში აღინიშნება: ა) საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა; ბ) საოქმო ჩანაწერის შედგენის დრო და ადგილი; გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი; დ) საკითხი, რომელზედაც შედგენილია საოქმო ჩანაწერი; ე) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა/კოლეგიამ განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება; ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღების შესახებ; ზ) საქმის განხილვის დაწყების სავარაუდო ვადა; თ) ამ კანონის 27-1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მითითება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ. 2. კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიუღებლობის შესახებ განჩინებაში აღინიშნება: ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა; ბ) განჩინების გამოტანის დრო და ადგილი; გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი; დ) საკითხი, რომელზედაც გამოტანილია განჩინება; |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 316 ე) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა/კოლეგიამ განსახილველად არ მიიღო კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება; ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიუღებლობის შესახებ. 3. ამ კანონის 25-ე მუხლის 4-1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სადავო აქტის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ განჩინებაში აღინიშნება: ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა; ბ) განჩინების გამოტანის დრო და ადგილი; გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი; დ) საკითხი, რომელზედაც გამოტანილია განჩინება; ე) ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა/კოლეგიამ განსახილველად არ მიიღო კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება და ძალადაკარგულად ცნო სადავო აქტი; ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიუღებლობის შესახებ; ზ) აღნიშვნა სადავო აქტის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. 4. ამ კანონის 21-1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საოქმო ჩანაწერში აღინიშნება: ა) საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა; ბ) საოქმო ჩანაწერის შედგენის დრო და ადგილი; |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 316 გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი; დ) ის საკითხი, რომელზედაც შედგენილია საოქმო ჩანაწერი; ე) ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია საქმეს პლენუმს გადასცემს; ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების პლენუმისათვის გადაცემის შესახებ. 5. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საოქმო ჩანაწერში, რომლითაც ხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერება, აღინიშნება: ა) საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა; ბ) საოქმო ჩანაწერის შედგენის დრო და ადგილი; გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი; დ) საკითხი, რომელზედაც შედგენილია საოქმო ჩანაწერი; ე) მოტივები, რომლებსაც ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნები; ვ) ამ კანონის ნორმები, რომლებიც საფუძვლად დაედო საოქმო ჩანაწერს; ზ) აღნიშვნა სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების და შეჩერების ვადის შესახებ; თ) აღნიშვნა სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. |