Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ article 272 1. სახელმწიფო რწმუნებული თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მეშვეობით. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხასა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს ამტკიცებს მთავრობა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო რწმუნებული. 2. სახელმწიფო რწმუნებულისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 3. იმ ტერიტორიის საზღვრები, რომელზედაც ვრცელდება სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილება, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება სახელმწიფო რწმუნებულის დებულებით. სახელმწიფო რწმუნებულის დებულებას ამტკიცებს მთავრობა. საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4916 - სსმ I, № 22 19.06.2007 წ., მუხ. 199 საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4362 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №141 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. |