Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 45 ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება. 2. ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 45-1 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 45-1 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. 3. ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 45-1 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 45 1. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც მან შეიძინა ან შეინახა, აგრეთვე პირი, რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი კომპეტენტურ ორგანოს გამოკვლევისთვის წარუდგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულების (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის იმ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარეს. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 45 6. პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სასამართლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს. 7. თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც იძლევა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ პირმა ნარკოტიკული საშუალება ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა, პოლიციელი უფლებამოსილია უზრუნველყოს პირის შემოწმება ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად. 8. პოლიციელი უფლებამოსილია პირს შესთავაზოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების მიზნით გადაყვანა. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 45 9. ამ შენიშვნის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი უფლებამოსილია უარი თქვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების მიზნით გადაყვანაზე. ამ შემთხვევაში იგი ვალდებულია პოლიციელის მიერ გამოწერილი შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, მისი გამოწერიდან არაუგვიანეს 4 საათისა საკუთარი ნებით ჩაიტაროს ლაბორატორიული გამოკვლევა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. 10. ამ შენიშვნის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული საქმის მწარმოებელი ორგანო ლაბორატორიული გამოკვლევის ჩამტარებელი ორგანოსგან გამოითხოვს ინფორმაციას პირის მიერ ამ გამოკვლევის ჩატარების ფაქტისა და გამოკვლევის შედეგების შესახებ. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 45 11. პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში გადაყვანის შემთხვევაში მის მიერ ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმა, პოლიციელის მიერ გამოწერილი შესაბამისი მიმართვის საფუძველზე ლაბორატორიული გამოკვლევის ჩაუტარებლობა ან ამ გამოკვლევის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ჩატარება ჩაითვლება ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებად. 12. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების შედეგად დადგინდა პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტი, პირს უფლება აქვს, 10 კალენდარული დღის ვადაში ჩაიტაროს აღნიშნული გამოკვლევის ფარგლებში დალუქული ბიოლოგიური მასალის საკონტროლო ულუფის ალტერნატიული ლაბორატორიული გამოკვლევა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 45 13. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრება ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი, მათ შორის, ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ ალტერნატიული ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების უფლება. |