FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

სახელმწიფო ენის შესახებ

article  36

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.
1. ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვასა და პოპულარიზაციას, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენასა და დამკვიდრებას უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. იგი ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
2. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
5. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
6. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი:
    ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის დაცვის, განვითარებისა და გამოყენების სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას;
    ბ) შეიმუშავებს და გამოსცემს სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარებისათვის აუცილებელ ნორმატიულ აქტებს;
    გ) ზედამხედველობს ამ კანონის შესრულებას;
    დ) ქმნის სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიას და კომისიის მიერ შემუშავებულ ქართული სალიტერატურო ენის ნორმებსა და ტერმინოლოგიურ სტანდარტებს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
სახელმწიფო ენის შესახებ

article  36

ე) უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის შემუშავებას და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას;
    ვ) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებს, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს აძლევს რეკომენდაციებს ენის გამოყენების სფეროში არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად;
    ზ) ამ კანონისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს სახელმწიფო ორგანოს დამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების მოთხოვნით;
    თ) ახორციელებს საინფორმაციო და მეთოდური უზრუნველყოფის ღონისძიებებს სახელმწიფო ენის სფეროში;
    ი) ახორციელებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
7. სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს ნიშნავს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე.
8. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და ტერმინოლოგიური სტანდარტების დაცვა სავალდებულოა.
სახელმწიფო ენის შესახებ

article  36

9. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად სახელმწიფო ორგანოებისაგან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან და ინდივიდუალური საწარმოებისაგან გამოითხოვოს ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოებისა და პირების მიერ სახელმწიფო ენის დეპარტამენტისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის წარდგენა ინფორმაციის მიუწოდებლობად ჩაითვლება. ინფორმაცია სახელმწიფო ენის დეპარტამენტს მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარედგინოს.