Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ article 38 1. მცენარის ახალი ჯიშის სელექციონერის განსაკუთრებული უფლება არ ვრცელდება მოწმობით დაცული ჯიშის ნებისმიერ მასალასთან ან მისგან წარმოებულ ნებისმიერ მასალასთან დაკავშირებულ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულია სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით, თუ ეს ქმედებები არ უკავშირდება: ა) მოწმობით დაცული ჯიშის შემდგომ გამრავლებას; ბ) მოწმობით დაცული ჯიშის მცენარეული მასალის, რომლისგანაც შესაძლებელია მცენარის ამ ჯიშის გამრავლება, ექსპორტს იმ ქვეყანაში, სადაც ამ გვარისა და სახეობისთვის მიკუთვნებული ჯიშის დაცვა არ ხდება, გარდა საბოლოო სახით მოხმარების მიზნით ექსპორტის შემთხვევისა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის „მასალა“ ჯიშთან დაკავშირებით ნიშნავს: ა) ნებისმიერი სახის გასამრავლებელ მასალას; ბ) აღებულ მოსავალს, მთელი მცენარისა და მისი ნაწილების ჩათვლით; გ) აღებული მოსავლისაგან მიღებულ ნებისმიერ პროდუქტს. |