Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ article 22 კომპენსაცია სამსახურის მოსამსახურის დაღუპვის (გარდაცვალების) ან შესაძლებლობის შეზღუდვის გამო. 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში სამსახურის მოსამსახურის დაღუპვის (გარდაცვალების) შემთხვევაში მის ოჯახს/ მემკვიდრეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯებს დადგენილი ოდენობით და ნეშტის გადასვენების ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურის მოსამსახურის, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. 3. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში დასახიჩრდა ან/და რომელსაც ამ პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე გაუუარესდა, რომ შესაძლებლობა შეეზღუდა, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 10 000 ლარისა. |
საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ article 22 4. სამსახურის მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება და შესაძლებლობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში შეეზღუდა, ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. 5. სამსახურის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციითა და დახმარებით უზრუნველყოფას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები. 6. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებს განსაკუთრებით მძიმე სადაზვერვო პირობებში, ნამსახურობის ერთი დღე ეთვლება ორ დღედ. 7. სადაზვერვო საქმიანობისათვის განსაკუთრებით მძიმე სადაზვერვო პირობებს სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. 8. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებისათვის საზღვარგარეთ დააკავეს ან დააპატიმრეს, სრული ოდენობით უნარჩუნდება ყოველთვიური შრომის ანაზღაურება და დაკავების ან პატიმრობის ერთი დღე ეთვლება ნამსახურობის სამ დღედ. 9. ამ მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში სამსახურის მოსამსახურეს თანამდებობრივი სარგო უნაზღაურდება შესაბამისად ორმაგი და სამმაგი ოდენობით. |
საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ article 22 10. სამსახურის მოსამსახურისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ან მისი გამოაშკარავების შედეგად პროფესიული ვარგისობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვის შემთხვევაში აღნიშნულ გარემოებათა შესწავლისა და შესაბამისი დასკვნის გათვალისწინებით, სამსახური უზრუნველყოფს ამ მოსამსახურის შრომით მოწყობას ან უქმნის მას პირობებს პროფესიული გადამზადებისათვის, აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ჩათვლით. 11. სამსახურის მოსამსახურეთათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სამსახურის უფროსმა შეიძლება დაადგინოს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №851 – ვებგვერდი, 03.07.2025წ. |