Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 60 დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის საფუძვლები. 1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას პარლამენტში იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით. დროებითი საგამოძიებო კომისია არის საპარლამენტო საქმიანობის დროებითი სუბიექტი. 2. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია: ა) ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს; ბ) ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ. 3. დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად და უქმდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, საკითხის შესწავლისთანავე. 4. დროებითი საგამოძიებო კომისია ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. 5. დროებითი საგამოძიებო კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. |