Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სამშენებლო საქმიანობის შესახებ article 7 სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა სამეურნეო-საფინანსო ურთიერთობა. 1. სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა სამეურნეო-საფინანსო ურთიერთობა განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე. 2. ხელშეკრულება არის სამართლებრივი დოკუმენტი, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგულირდება ურთიერთდამოკიდებულება სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა შორის. 3. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელებისას ხელშეკრულების დადების ძირითად საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ხოლო საპროექტო სამუშაოების განხორციელებისას – საპროექტო დავალება. 4. პარტნიორის არჩევა, ხელშეკრულების გაფორმება, სამეურნეო ურთიერთდამოკიდებულების ვალდებულება და სხვა ნებისმიერი პირობების განსაზღვრა განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა კომპეტენციას კანონმდებლობის ფარგლებში. |