Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 53 გემთმფლობელის ვალდებულებანი. 1. STCW-ის კოდექსის A–I/14 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელი ან მმართველი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ასეთ გემზე დასაქმებული ეკიპაჟის ყველა წევრი შეესაბამებოდეს ამ კანონის მოთხოვნებს. სააგენტოს შეუძლია მოსთხოვოს საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელ ან მმართველ კომპანიას, უზრუნველყოს: ა) მის გემზე დასაქმებული თითოეული მეზღვაურის მიერ ამ კანონითა და სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით გაცემული სათანადო სერტიფიკატის ფლობა; ბ) ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება ამ კანონის დებულებებით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად; გ) მის გემზე დასაქმებულ ყველა მეზღვაურთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და მონაცემების მოწესრიგება და ხელმისაწვდომობა, იმ დოკუმენტებისა და მონაცემების ჩათვლით, რომლებიც შეეხება მეზღვაურის გამოცდილებას, წვრთნას, ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაკისრებულ მოვალეობებთან მისი კომპეტენციის შესაბამისობას; დ) მის გემზე დასაქმებული ყველა მეზღვაურის მიერ თავიანთი უშუალო მოვალეობებისა და გემზე არსებული იმ მექანიზმების, დანადგარების, ხელსაწყოების, პროცედურებისა და გემის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა, რომლებიც დაკავშირებულია ყოველდღიური საქმიანობის დროს და ავარიულ სიტუაციაში მათ მიერ შესასრულებელ მოვალეობებთან; |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 53 ე) მისი გემის პირადი შემადგენლობის მიერ თავიანთი მოქმედებების ეფექტიანი კოორდინირება ავარიული სიტუაციის და იმ ფუნქციათა შესრულების დროს, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას ან შეზღუდვას; ვ) მის გემზე დასაქმებული ყველა მეზღვაურის მიერ კონვენციის შესაბამისად მოთხოვნილი გადამზადებისა და საწვრთნელი კურსების გავლა; ზ) მის გემზე ეფექტიანი ვერბალური კომუნიკაციის მუდმივად არსებობის შესაძლებლობა SOLAS-ის კონვენციის შესწორებული რედაქციის V თავის მე-14 რეგლამენტის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად. 2. კომპანიამ გემის კაპიტანი, რომელსაც ეხება ეს კანონი, უნდა უზრუნველყოს წერილობითი ინსტრუქციით, რომლითაც განსაზღვრულია ის მეთოდები და პროცედურები, რომელთა დაცვაც აუცილებელია, რათა გემბანზე ახლად დასაქმებულ ყოველ მეზღვაურს თავის მოვალეობათა შესრულებამდე მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წინასწარ გაეცნოს გემის აღჭურვილობა-დანადგარებს, მართვის პროცედურებს და მეზღვაურთა მიერ განსახორციელებელ სხვა ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია მისი მოვალეობების სათანადოდ შესრულებისათვის. ამგვარი მეთოდები და პროცედურები უნდა მოიცავდეს: ა) გონივრული პერიოდის განსაზღვრას, რომლის განმავლობაშიც ყოველ ახლად დასაქმებულ მეზღვაურს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, გაეცნოს: |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 53 ა.ა) მეზღვაურის მიერ გამოსაყენებელ სპეციალურ აღჭურვილობას; ა.ბ) გემის სპეციფიკური ვახტის გაწევას, უსაფრთხოებას, გარემოს დაცვას, განსაკუთრებული სიტუაციის დროს გამოსაყენებელ პროცედურებს და სხვა ღონისძიებებს, რომლებიც მეზღვაურმა უნდა იცოდეს დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შეს რულებისთვის ; ბ) მითითებას ეკიპაჟის მცოდნე წევრზე, რომელიც პასუხისმგებელია და უზრუნველყოფს, რომ ყოველმა ახლად დასაქმებულმა მეზღვაურმა მიიღოს არსებითი ინფორმაცია მისთვის გასაგებ ენაზე. 3. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს , რომ RO-RO სამგზავრო ტიპის გემზე დასაქმებულ კაპიტანს, ოფიცერსა და სხვა პირს, რომლებსაც სპეციფიკური ვალდებულებები აქვთ , გავლილი ჰქონდეთ ზოგადი გაცნობის წვრთნა იმ უნარების შესაძენად, რომლებიც საჭიროა მათთვის დაკისრებული მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების ჯეროვნად შესრულებისთვის, STCW-ის კოდექსის B-I/14 ნაწილის რეგლამენტების გათვალისწინებით. |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 53 4. კომპანიამ გემზე უნდა უზრუნველყოს განგაშის განრიგის, SOPEP -ის (ნავთობით დაბინძურების საწინააღმდეგო გეგმა), ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს, ISM -ის კოდექსისა და SMC -ის (უსაფრთხო მართვის სერტიფიკატი) პროცედურების ხელმისაწვდომობა ქართულ და ინგლისურ ენებზე, სააგენტოს და ორგანიზაციის სხვა პუბლიკაციებთან ერთად, იმ ადმინისტრაციული ინსტრუქციების ჩათვლით, რომლებიც გავლენას ახდენს გემის უსაფრთხო ექსპლუატაციასა და ზღვის გარემოს დაცვაზე. 5. სააგენტო ვალდებულია კაპიტნის, ოფიცრისა და რადიოოპერატორის ცოდნის განახლების მიზნით უზრუნველყოს უსაფრთხოებისა და ზღვის გარემოს დაცვის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებათა ტექსტების ხელმისაწვდომობა საქართველოს დროშით მცურავ ყველა გემზე. 6. თუ კომპანია ვერ შეასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სააგენტოს უფლება აქვს, შეაჩეროს ამ კომპანიისთვის ISM -ის კოდექსის შესაბამისად გაცემული შესაბამისობის დოკუმენტი (DOC) ხარვეზის საბოლოოდ გამოსწორებამდე . 7. კაპიტანი და ეკიპაჟის წევრი ვალდებული არიან შეასრულონ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ი მოვალე ობები. |