FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  12

სალიცენზიო პირობები.
1. კომისია ლიცენზიას გასცემს იმ საწარმოზე, რომელიც აკმაყოფილებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილ პირობებს.
2. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მეშვეობით დაასაბუთოს საწარმოს შემდეგი შესაძლებლობები:
    ა) ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური და ოპერატიული (ადამიანური რესურსები) შესაძლებლობები, რომლებიც აუცილებელია ლიცენზირებად საქმიანობასთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად;
    ბ) გასაწევი მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა ზომის მიღების შესაძლებლობა;
    გ) შესაბამისი საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულების შესაძლებლობა.
3. ენერგეტიკული საქმიანობის სფეროში ლიცენზიის მაძიებელმა შესაბამის შემთხვევებში ასევე უნდა დაასაბუთოს მის მიერ ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული საჯარო მომსახურების ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  12

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით, აგრეთვე შესაბამის შემთხვევებში − მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობების არსებობა სავალდებულო სალიცენზიო პირობებია. თუ ლიცენზიის მაძიებელი ვერ შეძლებს აღნიშნული პირობების სათანადოდ შესრულების შესაძლებლობის დამტკიცებას, კომისია არ გასცემს ლიცენზიას.
5. ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს სალიცენზიო პირობების სათანადოდ შესრულება ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში. კომისია უფლებამოსილია ლიცენზირებად საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას მოსთხოვოს ლიცენზიატს აღნიშნული სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ჩაითვლება სალიცენზიო პირობების დარღვევად და გამოიწვევს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.