Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ article 43 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და სამინისტროებმა ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, უზრუნველყონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა ცვლილებებთან დაკავშირებული შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება. 2. ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებები დაექვემდებარონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს საქვეუწყებო დაწესებულებებად შემდეგნაირად: ა) საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი – ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს; ბ) ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი – ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს; გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო – სოფლის მეურნეობის სამინისტროს; დ) საარქივო სამმართველო – განათლებისა და სპორტის სამინისტროს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებები წარმოადგენენ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების უფლებამონაცვლე დაწესებულებებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 26 თებერვლის კანონი №26-რს - ვებგვერდი, 26.02.2025წ. |