Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 20 საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების დადება. 1. კონცესიონერის შერჩევის პროცესში გამარჯვებულად ცხადდება შერჩევის პროცესის მონაწილე, რომელიც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს (მათი არსებობის შემთხვევაში) და რომლის წინადადება, შესარჩევი კომისიისა და საქართველოს მთავრობის შეფასებით, შეიცავს საუკეთესო პირობებს სხვა მონაწილეთა წინადადებებთან შედარებით. 2. კონცესიონერის შერჩევის პროცესში გამარჯვებულ მონაწილესთან საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება იდება შერჩევის პროცესის დოკუმენტაციითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად. |