Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 49 სალიკვიდაციო გეგმა. 1. სამსახურისთვის დასამტკიცებლად წარდგენილი სალიკვიდაციო გეგმა უნდა განსაზღვრავდეს ლიკვიდაციის პროცესში მისაღებ ზომებს, მონაწილეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, და უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას: ა) გადაწყვეტილებას ლიკვიდაციის შესახებ; ბ) საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის მიზეზებს და შეფასებას, ემსახურება თუ არა საპენსიო კომპანიის ლიკვიდაცია მონაწილეების ინტერესების დაცვას; გ) ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯების მაქსიმალურ ოდენობას; დ) მონაწილეების საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ე) საპენსიო კომპანიის აქტივების აღწერას; ვ) საპენსიო კომპანიის კრედიტორებისა და მათ წინაშე არსებული ვალდებულებების ოდენობასა და მათ შესახებ ინფორმაციას; ზ) ყველა იმ ზომის შესახებ, რომლებიც მიღებულ იქნა დამსაქმებლების საპენსიო შენატანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ კანონის შესაბამისად მისაღებად; თ) საპენსიო აქტივების რეალიზაციის და მონაწილეებსა და ბენეფიციარებს შორის განაწილების მეთოდსა და პროცედურებს; ი) ლიკვიდაციის პროცესის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შესახებ და ამ პროცესში მონაწილეებისა და ბენეფიციარებისთვის ინფორმაციის მიწოდების წესს. |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 49 2. სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტების წარდგენა, შეისწავლოს და, საჭიროების შემთხვევაში, ჩაატაროს აუდიტი, განახორციელოს საპენსიო კომპანიის ადგილზე შემოწმება და საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრებს, აუდიტორულ კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს და ნებისმიერ მესამე პირს მოსთხოვოს წერილობითი ან ზეპირი განმარტებები წარდგენილ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან დაკავშირებით. 3. სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სალიკვიდაციო გეგმის დამტკიცების შესახებ სალიკვიდაციო გეგმის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. საჭიროების შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია გააგრძელოს აღნიშნული ვადა. 4. სამსახურს შეუძლია უარი თქვას სალიკვიდაციო გეგმის დამტკიცებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) სალიკვიდაციო გეგმის დამტკიცების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია და ამ განცხადებასთან ერთად წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად, ნათლად და ცალსახად არ ასახავს საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესსა და ყველა გარემოებას; ბ) საპენსიო კომპანიის ლიკვიდაცია არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს; გ) საპენსიო კომპანიის ლიკვიდაცია ეწინააღმდეგება მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესებს. |