Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ article 10 საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შინაარსი. 1. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შინაარსი უნდა აკმაყოფილებდეს სტატუტით დადგენილ შესაბამის საპროცესო ღონისძიებათა განხორციელებისთვის აუცილებელ მოთხოვნებს. 2. თხოვნა უნდა შეიცავდეს: ა) საქმის არსებითი გარემოებების სრულყოფილ მიმოხილვას, ასევე მათ სამართლებრივ კვალიფიკაციას; ბ) დეტალურ და სრულ ინფორმაციას იმ პირზე, რომლის მიმართაც წარმოებს სისხლის სამართლის საქმე, ასევე დეტალურ ცნობებს პირზე, ადგილზე ან ობიექტზე, რომელთა დადგენა და ამოცნობა საჭიროა აღნიშნული თხოვნის შესასრულებლად; გ) თხოვნის ობიექტის, ასევე შესასრულებელი პროცედურებისა და მოთხოვნილი დახმარების სრულყოფილ მიმოხილვას. 3. თუ თხოვნა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ პირობებს, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია საერთაშორისო სასამართლოსგან ან/და მისი ორგანოებისგან მოითხოვოს ხარვეზების გამოსწორება. |