Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
თავდაცვის კოდექსი article 154 სპეციალური საშუალების გამოყენების უფლება. 1. ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ სამხედრო პოლიციის თანამშრომელს. 2. სამხედრო პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს, მართლწესრიგის დასაცავად გამოიყენოს პასიური და აქტიური სპეციალური საშუალებები. 3. პასიური სპეციალური საშუალება უზრუნველყოფს სამხედრო პოლიციის თანამშრომლის ან/და მის მიერ დასაცავი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. პასიური სპეციალური საშუალებებია: ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი, ფარი, აირწინაღი და სხეულის დაცვის სხვა სპეციალური საშუალებები. |
თავდაცვის კოდექსი article 154 4. აქტიური სპეციალური საშუალება პირს მოკლე ვადით უსპობს სამხედრო პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს ან/და სამხედრო პოლიციის თანამშრომელს ეხმარება მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულებაში. აქტიური სპეციალური საშუალებებია: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და სასამსახურო ცხენი, ელექტროშოკური მოწყობილობა და შესაბოჭი ბადე. აღნიშნული სპეციალური საშუალებები გამოიყენება შემდეგნაირად: ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება − დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს სამხედრო პოლიციის თანამშრომელს ან გაქცევას ცდილობს; დაკავებული ან დაპატიმრებული პირის ბადრაგირებისას; იმ პირის მიმართ, რომელსაც საშიში მოქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს საკუთარ თავსა და სხვას; |
თავდაცვის კოდექსი article 154 ბ) სპეციალური ხელკეტი − პირზე, სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; დანაშაულის ჩამდენი ან მართლწესრიგის დამრღვევი პირის დაკავებისას, თუ იგი არ ემორჩილება სამხედრო პოლიციის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევების აღსაკვეთად; გ) ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი) − პირზე, სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევების აღსაკვეთად; დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, დატოვოს დაკავებული ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს; |
თავდაცვის კოდექსი article 154 დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა − სახელმწიფო ობიექტზე ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე, პირზე ან/და სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული წინააღმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად; შენობა-ნაგებობიდან, მიწის ნაკვეთიდან, სატრანსპორტო საშუალებიდან შეჭრილი დამნაშავის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის გამოსაძევებლად, იმ პირის გასათავისუფლებლად, რომელსაც უკანონოდ აქვს აღკვეთილი თავისუფლება; ე) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება − სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, თუ მისმა მძღოლმა არ შეასრულა სამხედრო პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნა გაჩერების შესახებ და მისი მოქმედება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ან თუ ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალების გამოყენება აუცილებელია პროპორციული სამართლებრივი სიკეთის დასაცავად; ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება − დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას, დახურული სივრციდან იმ პირის გასათავისუფლებლად, რომელსაც უკანონოდ აქვს აღკვეთილი თავისუფლება; |
თავდაცვის კოდექსი article 154 ზ) წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება − მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ობიექტზე ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, თუ მისმა მძღოლმა არ შეასრულა სამხედრო პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნა გაჩერების შესახებ, შეიარაღებული დამნაშავის დასაკავებლად; თ) სპეციალური საღებავი − დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად; ი) სასამსახურო ძაღლი − მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, დაკავებული ან დაპატიმრებული პირის ბადრაგირებისას, პირზე ან/და სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად; კ) სასამსახურო ცხენი − დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, პატრულირებისას, მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად; ლ) ელექტროშოკური მოწყობილობა − პირზე, სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მ) შესაბოჭი ბადე − სამართალდამრღვევის დევნისას, შეიარაღებული თავდასხმის მოსაგერიებლად, თავდამსხმელის შესაპყრობად. |
თავდაცვის კოდექსი article 154 5. სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ თავის უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს შეატყობინოს დაუყოვნებლივ, ხოლო თუ ასეთი შეტყობინება შეუძლებელია, დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან ან ხელს შეუშლის მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულებას − პირველი შესაძლებლობისთანავე. 6. თუ სპეციალური საშუალება პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ გამოიყენება, ამის შესახებ ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა თავის უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს უნდა აცნობოს. 7. სამხედრო პოლიციის განკარგულებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტებით. |